ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ – მაია ენჯელოუს რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

5 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის  სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა  „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მაია ენჯელოუს რომანის „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ პრეზენტაციაზე.

„ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება. 
ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო  „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო  „ნიუ იორკ თაიმსის“  ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე  იმ წიგნების ხუთეულშია, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.

წიგნს  მთარგმნელი  ანი კოპალიანი წარადგენს.

წიგნი გამოიცა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

დრო: 5 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები