ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

''Venture Elevator'' – პროგრამა, რომელიც სტარტაპებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში დაეხმარება

ღონისძიებები

''Venture Elevator'' – პროგრამა, რომელიც სტარტაპებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში დაეხმარება

სპონსორები/პარტნიორები:

  • აშშ-ის საელჩო საქართველოში;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • Startup Grind Tbilisi;
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
  • პროექტი ''Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia''.

რა არის ეს?

Venture Elevator არის პროგრამა, რომელიც ეხმარება სტარტაპს ისწავლოს, განავითაროს საკუთარი იდეა და უკეთ გამოიყენოს სტარტაპებისთვის არსებული გლობალური შესაძლებლობები. პროგრამა შედგება 8-კვირიანი სატრენინგო ციკლისგან და მოიცავს მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს, მენტორებთან კონსულტაციებსა და საინვესტიციო პრეზენტაციების წარდგენაში (pitching) წვრთნებს.

ვინ აკეთებს პროგრამას?

პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Startup Grind Tbilisi და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროექტს ახორციელებს მენტორებისა და სტარტაპდამფუძნებლების გუნდი:

  • დავით ჩეჩელაშვილი, წარმატებული გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი;
  • Colin Donohue, მარკეტინგისა და ბიზნესსტრატეგიის კონსულტანტი ამერიკიდან;
  • გიორგი ტუხაშვილი, Startup Grind Tbilisi-ის თანადამფუძნებელი და სტარტაპის დამფუძნებელი;
  • ნიკოლოზ გოგოჭური, სტარტაპის დამფუძნებელი და მენტორი;
  • ნატო ჩაკვეტაძე, მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გვეყოლება 6 მოწვეული უცხოელი სტუმარი, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ქართველ სტარტაპდამფუძნებლებთან შესახვედრად და ინდივიდუალური მენტორინგის გასამართად.

რით განსხვავდება სხვა პროგრამებისგან?

ამჟამად საქართველოში სტარტაპებისთვის ბევრი პროგრამა მიმდინარეობს. ეს პროგრამა იმით განსხვავდება, რომ აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორების ძლიერ გუნდს. ჩვენ არ გვსურს დროის დაკარგვა. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ქართულ სტარტაპებს დააჩქარონ ზრდა, გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და ჩაერთონ გლობალურ კონკურენციაში.

სად გავიგო მეტი ინფორმაცია და როგორ მოვხვდე პროგრამაში?
ჩატარდება 2 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებზეც ორგანიზატორები უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. ეს იქნება შესაძლებლობა, გაიცნოთ მენტორები და პროექტის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება 2019 წლის 21 აპრილს, 19-21 საათზე, ტერმინალში (თბილისი, ი. აბაშიძის ქ. N34).
15 აპრილიდან: ონლაინრეგისტრაცია საიტზე https://ventureelevator.ge
30 აპრილი: აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა
17 მაისი: პროგრამის დაწყება

ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა?

  • ხარ სტარტაპი, რომელსაც შემდგომ ეტაპზე გადასვლა სურს?
  • გსურს გამოცდილ მენტორებთან კონსულტაცია იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც არის შენი სტრატაპი?
  • გსურს, გაზარდო შენი შესაძლებლობების არეალი და გასცდე საქართველოს მასშტაბს?
  • ფიქრობ, რომ შეგიძლია მიიღო კრიტიკა გამოცდილი მენტორისგან?

თუ ხართ სტარტაპგუნდი, მზად ხართ, ისწავლოთ და გაიზარდოთ, ასევე იყოთ მოტივირებული სტარტაპსაზოგადოების ღირსეული ნაწილი, ეს პროგრამა თქვენთვისაა. თქვენ მზად უნდა იყოთ კრიტიკის მოსმენისთვის, ბევრი შრომისა და საკუთარ იდეაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანისთვის, თუ საქმის განსხვავებულად გაკეთების საჭიროებას ვალიდური მონაცემები გამოავლენს.

პროგრამა Venture Elevator-ის სამუშაო პროცესი

შეხვედრები, ტრენინგები და მენტორინგი გაიმართება შაბათ-კვირას.

  • კვირის მანძილზე გუნდებს დაევალებათ კვირის თემატური მასალის წაკითხვა და ვიდეოების ნახვა;
  • შაბათის პირველი ნახევარი დაეთმობა ლექციებს, სემინარებსა და დისკუსიებს, თუ რა ვისწავლეთ და რისი გამოყენება შეგვიძლია ჩვენი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. დღის მეორე ნახევარი კი დაეთმობა მენტორებთან შეხვედრებს;
  • კვირას მოეწყობა თავისუფალი სამუშაო გარემო გუნდებისთვის, რეფლექსიისა და ნეთვორქინგისთვის. შესაძლებელი იქნება ადგილობრივ მენტორთან შეხვედრები წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში.

პროგრამა ორეტაპიანია. მეორე ეტაპზე გადასასვლელად მოეწყობა დემო დღე. ვინაიდან, მეორე ეტაპი მოიცავს მენტორებთან შეხვედრებს, ის ხელმისაწვდომი გახდება იმ გუნდებისთვის, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობისას წარმოაჩენენ პროგრესს.

ჯამში პროგრამა მოიცავს უცხოელ სტუმრებსა და მენტორებთან ურთიერთობის 60 საკონტაქტო საათს, რაც ერთ მონაწილეზე 4,500 აშშ დოლარის ღირებულებას შეადგენს. პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებას მიიღებენ ის ქართველი სტარტაპები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს.

წარმატებული გუნდებისთვის, რაც Pitching შეჯიბრებების საფუძველზე გამოვლინდება, იქნება სპეციალური პრიზები. საუკეთესო გუნდი კი მიიღებს საგზურს ვებსამიტში მონაწილეობის მისაღებად.

30 აპრილს სავალუტო ლიფტების პროგრამისთვის, აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული 60-იანი წლების მენტორისა და მწვრთნელის, ასევე პიჩინგის შესაძლებლობების, საერთაშორისო კონტაქტებისა და 4500 დოლარზე მეტი ღირებულების უფასო პროგრამა, რომელიც სრულად დაფინასებულია ამერიკის საელჩოს მიერ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შესაძლოა სტარტაპმა დააგროვოს, ეს ახალი ცოდნა და გამოცდილებებია. მხოლოდ მცდელობებით, ექსპერიმენტებითა და სწავლებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი წარმატებული კომპანია.

არ გაუშვა შესაძლებლობა, გაიგო რაიმე ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორებისგან, რაც შენი სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარება!

დაესწარი საინფორმაციო შეხვედრებს 21 აპრილს, 19-21 საათზე, ტერმინალში (ი. აბაშიძის ქ. N34).

გამოგზავნე ონლაინგანაცხადი 30 აპრილამდე და გამოიყენე შესაძლებლობა შენი სტარტაპის გაზრდისთვის!

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე https://ventureelevator.ge & იმოქმედე!

ბანერები