ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვენის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია ილიაუნიში

ღონისძიებები

10 ივნისს, 11.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია A 101, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, იმბი სოომანის საჯარო ლექცია თემაზე: The Minorities of Estonia, Latvia and Lithuania in the Framework of the European Integration. ლექცია წაკითხული იქნება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.

ქალბატონი იმბი სოომანი სწავლობდა თეორიულ და პრაქტიკულ ფილოსოფიას, ლიტერატურათმცოდნეობას, სკანდინავისტიკასა და პედაგოგიკას ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი). ორ მშობლიურ ენასთან ერთად (ესტონური და შვედური) ფლობს გერმანულს, დანიურს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, ნორვეგიულს, პოლონურსა და რუსულს. 1972 წლიდან ასწავლის შვედურსა და ესტონურ ენებს ვენის უნივერსიტეტში. წაკითხული აქვს მრავალი მოხსენება აშშ-ს, ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებში აღმოსავლეთის ზღვის რეგიონის საკითხებზე. 1991 წლიდან არის ავსტრიულ-ესტონური საზოგადოების დამაარსებელი და პრეზიდენტი, ასევე ესტონურ-ავსტრიული საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი ესტონეთში. ამჟამად არის ვენის უნივერსიტეტის ენების ცენტრის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი და უძღვება ბალტიისპირეთის კვლევების (Baltic Studies) დისციპლინათშორის მოდულს. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: დასავლურ-აღმოსავლური დისკურსი აღმოსავლეთის ზღვის გაფართოებულ სივრცეში, სკანდინავიის ქვეყნების აღმოსავლური პოლიტიკა, ენობრივი და უმცირესობათა პოლიტიკა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენობრივი ურთიერთობები, რეგიონმცოდნეობა.

ბანერები