ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ველო მარგია, ველო კარგია!“ - პროექტის პრეზენტაცია

ღონისძიებები

ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობის, პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „ველო მარგია, ველო კარგია!“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისში ველოსიპედის პოპულარიზაციას, შეიქმნას უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და სტიმული მიეცეთ ველომომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5 დეკემბერს, 15:00 საათზე, E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.

გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში, ტარდება კვლევა, რომელიც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების და ალტერნატიული ტრანსპორტის საკითხებში.

კვლევაში მონაწილეობისათვის ეწვიეთ ბმულს.

დრო: 5 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები