ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში

ღონისძიებები

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში.

მასტერკლასი საინტერესო იქნება ინტელექტუალური სამაგიდო თამაშებით დაინტერესებული პირებისათვის და შეეხება სხვადასხვა სტრატეგიულ თამაშს. წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხის ეკოლოგიურად სუფთა სამაგიდო თამაშები „ვეხისტყაოსნის“ თემაზე. ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები  ცოცხალი ურთიერთობის, საღამოს მეგობრების წრეში გატარების კარგი საშუალებაა. ხალხური „ვეფხისტყაოსანი“, ავთანდილობა თუ შერმადინობა, გადამწერთა ჩამატებები – ეს ყველაფერი ხალხის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში „ვეფხისტყაოსნის“ ინტერაქტიულ-თამაშობრივ მონაწილეობას გამოხატავდა.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნება „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის შემქმნელი ლევან გელაშვილი, რომელიც  ისეაუბრებს შემდეგ თემებზე:

  • რა არის სტრატეგია?

  • როგორ შეიძლება სტრატეგიული აზროვნების განვითარება?

  • როგორ შეიძლება სტრატეგული თამაშების შექმნა?

  • რა სტერეოტიპებისგან უნდა გათავისუფლდე შექმნის პროცესში?


ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოსცადონ სხვადასხვა ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები, რომელთა გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციითაა წარმოდგენილი, რაც მათ საშუალებას მისცემს თვითონ მიიღონ მონაწილეობა არსებული თამაშების ახალი ვარიაციების მოფიქრებაში.


დრო: 19 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: S 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები