ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარების სერია: „სტუდენტური ასაკი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“

ღონისძიებები

15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეოთხე ვებინარი.

ვებინარის თემა: „სტუდენტური ასაკი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“

ვებინარზე საუბარი შეეხება სტუდენტური ასაკის ადამიანების COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს. გაგიზიარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისის გამოცდილებას, ასევე ვისაუბრებთ სტრესთან გამკლავების გზებზე.

ვებინარს გაუძღვებიან ნინო მახაშვილი, თეკლა ლათიბაშვილი, ანა პაპავა.

შეგიძლიათ წინასწარ მოგვაწოდოთ შეკითხვები მისამართზე: ispcc@iliauni.edu.ge

ან დაგვისვათ ლაივის მსვლელობისას.

დრო: 15 მაისი, 18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტირების ცენტრის ფეისბუქგვერდი

სერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA

ბანერები