ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარების სერია: „როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას?“

ღონისძიებები

29 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეექვსე ვებინარი თემაზე: „როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანრთელობას?“

ვისაუბრებთ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე პანდემიისას და პანდემიის გარეშე, „ოჯახის პაციენტზე“, „საკმარისად კარგ დედაზე“, „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპზე, ფსიქოლოგიური დახმარების მიდგომებსა და მეთოდებზე. ასევე შევეხებით საქართველოში დღეს არსებულ დილემებს ბავშვის ფსიქოსოციალური კეთილდღეობის დაცვის საქმეში.

ვებინარს გაუძღვებიან:

ჯანა ჯავახიშვილი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ქეთევან ფილაური, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“;

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი.

შეგიძლიათ წინასწარ მოგვაწოდოთ შეკითხვები მეილზე ispcc@iliauni.edu.ge
ან დაგვისვათ ლაივის მსვლელობისას.

 

დრო: 29 მაისი, 18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ISPCC კონსულტირების ცენტრი

სერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA

ბანერები