ვებინარების სერია: „ოჯახური ძალადობის პრევენცია“
ღონისძიებები
22 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეხუთე ვებინარი თემაზე: „ოჯახური ძალადობის პრევენცია“
COVID-19 ქმნის რისკის სიტუაციას ოჯახური ძალადობის თვალსაზრისით. ვებინარზე ვისაუბრებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ რისკების შესამცირებლად, ქვეყანაში რა სერვისები არსებობს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად; ყურადღებას გავამახვილებთ ოჯახური ძალადობის პრობლემის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასპექტზე.
ვებინარს გაუძღვებიან:
- ლელა ცისკარიშვილი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი;
- სოფო ტაბაღუა, ფსიქიატრი/ფსიქოთერაპევტი, GCRT;
- ბაია პატარაია, იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი.
შეგიძლიათ წინასწარ მოგვაწოდოთ შეკითხვები მეილზე ispcc@iliauni.edu.ge
ან დაგვისვათ ლაივის მსვლელობისას.
დრო: 22 მაისი, 18:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ISPCC კონსულტირების ცენტრი
სერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA