ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარების სერია: COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება

ღონისძიებები

8 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით ვებინარების სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ ფარგლებში გაიმართება მესამე ვებინარი.

ვებინარის თემა: „COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება“

მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რა გამოწვევების წინაშე აყენებს COVID-19-ის პანდემია ნარკოტიკებზე დამოკიდებულ და ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებს, რამდენად შეცვალა ამ გამოწვევებმა ადიქციის სერვისების მომსახურება, რა შეიძლება გაკეთდეს ამ გამოწვევათა საპასუხოდ.

ვებინარს გაუძღვებიან:

  • ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ირმა კირთაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამის დირექტორი;
  • ქეთა სიხარულიძე, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული მაგისტრი, სამედიცინო ცენტრი ურანტის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების უფროსი.

შეგიძლიათ წინასწარ მოგვაწოდოთ შეკითხვები მისამართზე: ispcc@iliauni.edu.ge
ან დაგვისვათ ლაივის მსვლელობისას.

დრო: 8 მაისი, 18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტირების ცენტრის ფეისბუქგვერდი

სერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA

ბანერები