ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარების სერია: COVID-19-თან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები და გამკლავების გზები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტი და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი იწყებს ვებინარების სერიას „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“.

სერიის ფარგლებში პირველი ვებინარი გაიმართება საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებასთან, ფონდთან გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრთან თანაშრომლობით, როგორც ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „ტრავმა და საზოგადოება“ ონლაინპანელი.

პანელის თემა: „COVID-19-თან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები და გამკლავების გზები“

პანელის მონაწილეები

  • ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • ლელა ცისკარიშვილი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი

ვებინარი გაიმართებაება 24 აპრილს, 18:00 სათზე, გადაცემა (ლაივი) იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდიდან.

შეგიძლიათ წინასწარ მოგვაწოდოთ შეკითხვები მეილზე ispcc@iliauni.edu.ge
ან დაგვისვათ ლაივის მსვლელობისას.

დრო: 24 აპრილი, 18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი

სერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA

ბანერები