ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარების ციკლი „ბაგა-ბაღების პრაქტიკის გაზიარება“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ონლაინშეხვედრების ციკლი „ბაგა-ბაღების პრაქტიკის გაზიარება“.

შეხვედრებზე ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომლის გაზიარებაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ბაგა-ბაღებში მომუშავე პირებისთვის, ასევე მშობლებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის.

ვებინარები დაეთმობა პროექტს: „ბავშვების სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა პირამიდის მოდელის სტრატეგიების გამოყენებით“. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განახორციელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ლია ქურციკიძემ.

ციკლი სამ ვებინარს მოიცავს:


I შეხვედრა

12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ვებინარი თემაზე „პირამიდის მოდელის დანერგვა 2-5 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებისთვის“.

მონაწილეები:

  • თამარ საღინაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი;
  • ლია ქურციკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერი, დოქტორანტი.

II შეხვედრა

მეორე ვებინარი გაიმართება 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქგვერდზე.

შეხვედრის თემა: „ბავშვებთან კავშირის დამყარება და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა“

მონაწილეები:

  • ლია ქურციკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერი; დოქტორანტი
  • მერი ზოიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის ბაღის აღმზრდელი
  • თამუნა ასკილაშვილი, ქალაქ ტყიბულის N6 ბაღის აღმზრდელი

III შეხვედრა

მესამე ვებინარი გაიმართება 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქგვერდზე.

შეხვედრის თემა: „მეგობრობის და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება ბავშვებში“.

მონაწილეები:

  • ლია ქურციკიძე, დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერი;
  • სვეტა გველებიანი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საბავშვო ბაღის აღმზრდელი;
  • ნათია სართანია, თბილისის N63 ბაგა-ბაღის აღმზრდელი.

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები