ვებინარები STEAM მასწავლებლებისთვის
ღონისძიებები
2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას – Science on Stage.
Science on Stage-ის საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS.
დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით STEAM მასწავლებლებისთვის დაიგეგმა ვებინარების სერია.
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად დარეგისტრირდით და მონაწილეობა მიიღეთ ვებინარში:
-
აირჩიეთ სასურველი ვებინარი ბმულზე: www.science-on-stage.eu/our-virtual-events
-
გაგზავნეთ შეტყობინება ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: info@science-on-stage.eu , რომელშიც მიუთითებთ არჩეული ვებინარის სახელს, თქვენს სრულ სახელს, რა საგანს ასწავლით და რომელი ქვეყნიდან ხართ.
-
ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ მიიღებთ ვებინარის ბმულს.
გათვალისწინეთ, პირველი ვებინარი დაგეგმილია 26 მაისს.
შეხვედრები გაიმართება ინგლისურ ენაზე.