ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარები ადრეულ განათლებაზე – ადრეული განათლების კურიკულუმისა და მშობლების წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ პირველი შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს ორგანიზებით შემუშავებული წიგნების პრეზენტაცია. წიგნებზე მუშაობდნენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განათლების სპეციალისტები.

შეხვედრის მონაწილეები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი თამარ თოლორაია

წიგნის „ᲐᲓᲠᲔᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲙᲣᲠᲘᲙᲣᲚᲣᲛᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝ 2-ᲓᲐᲜ 5 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲓᲐ ᲨᲔᲠᲔᲣᲚᲘ ᲐᲡᲐᲙᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲯᲒᲣᲤᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ“ ავტორები: ხათუნა დოლიძე, თამარ ბაქრაძე, ნინო ჯიჯავაძე

წიგნის „ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ 6 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘს ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲡ“ ავტორები: ნინო ცინცაძე, ნათია კუხალეიშვილი, ლიკა ქურციკიძე

დრო: 28 იანვარი, 17:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი.

 

 

ბანერები