ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“- ერმანო ოლმის დოკუმენტური ფილმის ჩვენება

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 16:30 საათზე, ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (აუდიტორია S501) მოეწყობა იტალიელი რეჟისორის, ერმანო ოლმის, დოკუმენტური ფილმის - „ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“ - ჩვენება. ერმანო ოლმი ოქროს პალმის რტოსა (კანის კინოფესტივალი, 1978) და ოქროს ლომის (ვენეციის კინოფესტივალი, 1988) მფლობელი რეჟისორია.

დრო: 22 ნოემბერი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია S501 (გ. წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები