ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვახტანგ მებადურის საჯარო ლექცია: ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი

ახალი ამბები

1-ლ ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E408 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებით, ვახტანგ მებადური ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე:„ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი“.

მომხსენებლის შესახებ

ვახტანგ მებადური, მის მიერ დაარსებული საკონსულტაციო სამსახურის - Mebaduri Consulting Group - ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერპროექტებზე, რაც ითვალისწინებს ტურიზმის სამართლებრივ რეგულაციას და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას, თანამშრომლობას როგორც გერმანიის ტურისტული სამართლის წამყვან სპეციალისტებთან, ასევეგამოცდილ ტურისტულ საწარმოებთან. წლების განმავლობაში დაგროვილი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, ის ლექციების/სემინარების/მასტერკლასების მეშვეობით გაუზიაროსდაინტერესებულ მხარეებს.

მომხსენებლის შესახებ სრულად იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დრო: 1-ლი ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E408 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები