ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Validate – ინტენსიური იდეაციისა და სტარტაპბუთქემფი

ღონისძიებები

Validate  ინტენსიური იდეაციისა და სტარტაპბუთქემფი

მოკლე აღწერა

პროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

დრო:

23 იანვარი, 10:00-17:30

სამიზნე აუდიტორია:

სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით.

ამოცანები:

  •  შემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება;
  •  შემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების
  • განვითარება;
  •  პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის
  • პოპულარიზაცია.
  • ბუთქემფს უხელმძღვანელებს პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი, კორპორაციული და
  • სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი.

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/wYux4xy1XFWWPfEM9 

რეგისტრაციის ვადა: 20 იანვარი, 23:59

ხელმძღვანელების შესახებ

პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი,
ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი

(ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი): უმაღლესი განათლების მართვა, MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი), MSc (მეცნიერების მაგისტრი): უძრავი ქონების მართვა, BA (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი; წარჩინებით), MBTI-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი; ILM-ის სერტიფიკატი

გურპრიტი ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია. ოლდრიჯის აღნიშნულ ინსტიტუტს მოწინავე ადგილი უკავია სამეწარმეო განათლებაში. იგი მუდმივად ცდილობს ახალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერას ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.

უფრო ადრე გურპრიტი London South Bank University-ის კვლევის, მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო South Bank University EnterprisesLtd-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და მის მთავარ მოვალეობას London South Bank University-ის კვლევისა და მეწარმეობის სფეროში სტრატეგიული და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა წარმოადგენდა.
გურპრიტმა, როგორც ინსპირაციულმა, გარდაქმნის სულისკვეთებით აღსავსე და სტრატეგიული ხედვის მქონე დირექტორმა, რომელსაც განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული, წარმატებით დააფუძნა და განავითარა არაერთი საწარმოსა და კომპანიის მხარდაჭერის ცენტრები და ხელი შეუწყო მათ დაკავშირებას ადგილობრივ წარმოებასთან.
მის პროფესიულ სფეროებს განეკუთვნება: კვლევების მხარდაჭერა; ცოდნის გადაცემა; სამეწარმეო უნარები; მეწარმეობა; ინოვაცია; პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტირება; მართვის სფეროში კონსულტირება; მენტორინგი; პროექტის მართვა; კომერციული ქონება და ბიზნესის განვითარება.
გურპრიტი ასევე მართავს უძრავი ქონების საკუთარ კომპანიას, რომელიც ქონების ყიდვითა და გაქირავებით, ასევე რეკონსტრუქციის პროექტების მართვით არის დაკავებული.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები