ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ბიზნესის სკოლა - სტუდენტური ვაკანსია სადაზღვევო კომპანიაში ”იმედი L”

ღონისძიებები

3 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე (გარეგაყიდვების მიმართულებით). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდნენ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერ კომპანიაში. სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს, საკომისიოსა და დამატებით თანხას.

დრო: 3 ივნისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები