ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვაკანსია ლიბერთი ბანკში

ღონისძიებები

8 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიწვევთ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ისინი მოგაწვდიან ინფორმაციას დასაქმების შესაძლებლობებზე, საშუალება გექნებათ, ადგილზე შეავსოთ განაცხადი და გაესაუბროთ დამსაქმებელს.

პოზიცია: გაყიდვების აგენტი

სამუშაოს აღწერა:

  • ლიბერთი ბანკის ფილიალებში პოტენციური/არსებული კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციის გაწევა და მათი შეთავაზება/ გაყიდვა;
  • პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით საკრედიტო პროდუქტზე განაცხადის შევსება და შესაბამისი პროცედურის გავლა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ.

ძირითადი მოვალეობების შესრულებისას სტუდენტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:

  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად (დამარწმუნებელი) გადმოცემის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებულობა.

სტუდენტებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და დააკმაყოფილებენ ელემენტარულ მოთხოვნებს:

1.   ჩაუტარდებათ სწავლება:

  • საბანკო პროდუქტები;
  • საბანკო პროდუქტები შეთავაზების/გაყიდვის/აქტივაციის პროცედურა;
  • სერვისის სტანდარტები.

2.   თეორიული კურსის შემდეგ გაივლის ორკვირიან სტაჟირებას ერთეულში (ფილიალი/ სერვის ცენტრი);

3.   სტაჟირების შემდეგ გაიმართება ინდივიდუალური გასაუბრება;

4.   გასაუბრების დადებითი შედეგების მიხედვით გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია, რეგისტრაცია გაიაროთ არაუგვიანეს 7 თებერვლისა.

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/forms/b9zj58cZjmdIZUx82

გელოდებით!

დრო: 8 თებერვალი, 12:00 საათი;

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ, ჩოლოყაშვილის N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები