ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უვე ფოლკეს საჯარო ლექცია

ღონისძიებები

23  ოქტომბერს, 15.00 საათზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია G-505,  ჩოლოყაშვილის ქუჩა 3/5, ყოფილი ენციკლოპედიის  შენობა) ფუნქციური გენომიკის ინსტიტუტის დირექტორი გერმანიიდან პროფესორი  უვე ფოლკე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: "პროტეომიკული და ტრანსკრიპტომიკული მიდგომების გამოყენება გულსისხლძარღვოვანი დაავადებების ანალიზისათვის - დილატაციური კარდიომიოპათიის მაგალითზე“.

დილატაციური კარდიომიოპათია   პარკუჭის გადიდებითა და სისტოლური დისფუნქციებით ხასიათდება და  გულის ტრანსპლანტაციისათვის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. გულის აუტოანტი სხეულები გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდნენ  ამ დაავადების განვითარებაში და მათი იმუნოადსორბციული თერაპია შემდგომი  IA/IgG ანტისხეულებით ჩანაცვლებით ახალ თერაპიულ მიდგომას წარმოადგენს. მაგრამ ეს ახალი თერაპიული მიდგომა  ფართო შიდაინდივიდუალურ ვარიაციას ამჟღავნებს და ის მოლეკულური ცვლილებები, რომლებიც  IA/IgG-ით ჩანაცვლების შემდეგ ჰემოდინამიკურ გაუმჯობესებას განაპირობებენ, მხოლოდ ნაწილობრივ არის დახასიათებული.

დილატაციური კარდიომიოპათიების პათოფიზოლოგიის შესახებ ახალი მონაცემების მისაღებად ჩვენ მიერ გამოყენებულ

იქნა ბიოქიმიური, ტრანსკრიფტომიკული და პროტეომიკული მიდგომების კომბინაცია. ცდები ჩატარებული იყო პაციენტების ბიოფსიურ ნიმუშებზე და ასევე დილატაციური კარდიომიოპათიების ცხოველურ მოდელებზე. განხილულ იქნება მიოკარდიტთან, დილატაციურ კარდიომიოპათიასთან და მათ თერაპიასთან  დაკავშირებული ცვლილებები. გენთა ექსპრესიის პროფილირებამ და გულის აუტოანტისხეულების აქტივობის ფუნქციურმა დახასიათებამ გამოააშკარავა ის ხელწერა, რომელიც საშუალებას იძლევა იმუნოადსორბციული თერაპიისა და შემდგომი ანტისხეულებითი ჩანაცვლების შედეგი განისაზღვროს. ეს კი იმაზე მიუთითებს,  რომ მოლეკულური პროფილირებით   სპეციფიკური პაციენტთა ჯგუფებისათვის თერაპიის სელექცია გახდება შესაძლებელი.

პერსონალიზებული მედიცინის გასაძლიერებლად ჩვენ სტანდარტული პროცედურების სისტემა შევქმენით პლაზმის, შარდისა და ნერწყვის პროტეომული დახასიათებისათვის. ლექციის მეორე ნაწილში განხილულ იქნება ამ სისტემის გამოყენება დილატაციური კარდიომიოპათიის პაციენტების ნიმუშების ანალიზისათვის.

ბანერები