ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნივერსიტეტის რექტორი "ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამაზე ჩარიცხულ არაქართულენოვან სტუდენტებს შეხვდება

ღონისძიებები

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია უნივერსიტეტში "ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდება.

შეხვედრაზე მოწვეულები არიან ის სტუდენტებიც, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ამ პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპი და უკვე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის საფეხურზე გადავიდნენ.

უნივერსიტეტის რექტორი საპატიო სიგელებით დააჯილდოებს იმ ბაკალავრებს, რომლებიც აღნიშნული პროგრამით 2010 წელს პირველები ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში და წარმატებით დაამთავრეს ბაკალავრიატი.

მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარ-ჩვევების მშობლიურ ენაზე ჩაბარების შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამაზე 139 არაქართულენოვანი სტუდენტი ჩაირიცხა.

დრო: 28 სექტემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

ბანერები