


უნიმარკეტი STAND WITH UKRAINE
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში 13 იანვარს, პარასკევს, 19:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება უნიმარკეტი #STANDWITHUKRAINE უკრაინის მხარდასაჭერად.
უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება:
საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულება;
შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ჩვენი სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ;
დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, ჩვენგან მოითხოვოს ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი შემოწირულების საქველმოქმედო ყუთში მოათავსოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეგროვებული თანხით უკრაინელთა დასახმარებლად შეიძენს აუცილებელ მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას და უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას.
თუ გსურთ უნიმარკეტზე ნივთების გასაყიდად გამოტანა და ამ ფორმით უკრაინის მხარდაჭერა, შეავსეთ აპლიკაცია და თქვენს საჭიროებათა შესაბამისად მოწყობილ სივრცეს დაგახვედრებთ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3VVqHpB
ადგილმდებარეობა: ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დამატებითი შეკითხვებისთვის
577 75 59 86
pr@iliauni.edu.ge
2023 წელი