ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნიმარკეტი "მარიკარგადიქნება"

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს, 32 წლის მარი ბურდულს დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის კურსი ძვირადღირებული პრეპარატებით, რათა დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტოს. მარის სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - ტყუპები ნიკა, გეგი და სანდრო.

16 ივლისს, ილიაუნის დაბადების დღეზე - ილიაუნის 10 წლისაა - ვგეგმავთ უნიმარკეტის #მარიკარგადიქნება ჩატარებას. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მარის მკურნალობას.

უნიმარკეტში #მარიკარგადიქნება მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, დაგვეხმაროს მარის გამოჯანმრთელებაში. გასაყიდ ნივთებს გამოიტანენ როგორც ილიაუნის ლექტორები, ადმინისტრაცია და სტუდენტები, ასევე, სხვა დაინტერესებული ადამიანები.

იმისთვის, რომ სივრცე შესაბამისად მოეწყოს და სათანადოდ განისაზღვროს ყველას ადგილი საჭიროებების გათვალისწინებით, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი, რამდენიმეველიანი სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ივლისი

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია (იხ. რუკა)
დრო: 16 ივლისი, 14:00-19:00 საათი
საკონტაქტო ინფორმაცია:
pr@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები