ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნიმარკეტი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად

ღონისძიებები

1-ელ მარტს, 16:00-დან 19:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში გაიმართება უნიმარკეტი ლუკას გადასარჩენად.

უნიმარკეტზე დაგეგმილია აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცნობილ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები.

გრძელდება რეგისტრაცია უნიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად.

თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას გადასარჩენად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://rb.gy/67bfl1

უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

  • საქველმოქმედო ყუთში მოათავსოს შემოწირულობა;
  • შეიძინოს კომპანიების, ხელოვანთა, სტარტაპერების, ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ გასაყიდად გამოიტანილი ნივთები, გამოცემები;
  • დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი საქველმოქმედოდ გაიღოს.

განრიგი:

  • 16:00 - 19:00 სთ., უნიმარკეტი | A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
  • 17:00 - 18:00 სთ., აუქციონი | A101 აუდიტორია
  • 18:00 - 19:00 სთ., კონცერტი - რეზო კიკნაძის კვინტეტი | A101 აუდიტორია

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N32


36 წლის ლუკა ნახუცრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ლუკა პირველი თაობის ილიაუნელია. მან 2008 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, შემდეგ სწავლობდა პრაღის, ტულუზის, ვუპერტალის, პერპინიანისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან ილიაუნის ასოცირებული პროფესორია.

დღეს ილიაუნი ლუკას დასახმარებლად ერთიანდება. რამდენიმე თვის წინ მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და თვეზე მეტია, ქიმიოთერაპიის მკურნალობის კურსს გადის ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ლუკას ქიმიოთერაპიის 12 კურსი ესაჭიროება. ამ ეტაპზე კურსისა და კლინიკის მომსახურების ხარჯების დასაფარად 45 000 ევროა საჭირო.

2024

 

ბანერები