ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნილაბში AWS Game Day Georgia გაიმართება

ღონისძიებები

8 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T404-406 აუდიტორიაში (უნილაბი) ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის DataArt Georgia-სა და AWS User Group Tbilisi- ის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება AWS Game Day Georgia.

GameDay არის შემეცნებით-გასართობი აქტივობა, რომელიც ამოწმებს AWSგადაწყვეტილებების დანერგვის უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. 

ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა IT სფეროს პროფესიონალებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, შეისწავლონ AWS-ის სერვისები, არქიტექტურის ნიმუშები, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოიმუშაონ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.

ღონისძიების განმავლობაში აქტივობის მონაწილეებს მიეწოდებათ ყველა საჭირო რესურსი სხვადასხვა სცენარით მუშაობისთვის. 

თითოეულ გუნდს რეგისტრაციისას გადაეცემა AWS-ის ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები.

თამაშს პრეზენტაციის სახით გახსნიან Unicorn.Rentals-ის თანამშრომლები.

თითოეული გუნდი (4 წევრამდე) მიიღებს დაფას იმ ამოცანებით, რომლებიც უნდა ამოიხსნას სხვადასხვა გზით. 

AWS Gameday-ზე არ არსებობს სწორი პასუხი, თითოეულ გუნდს ექნება ამოცანის ამოხსნის საკუთარი სტრატეგია, რომელიც AWS-ის ანგარიშებში წარმოდგენილი რესურსების მიხედვით უნდა შეიმუშაოს.

მონაწილეები მზად უნდა იყვნენ AWS Management Console-ში ინტენსიური მუშაობისთვის. თავიანთი ცოდნის გამოსავლენად მათ ასევე უნდა უნდა გამოიყენონ AWS-ის სერვისები. ღონისძიება მოიცავს cloud domains-ის მრავალფეროვნებას.

მონაწილეობისთვის:

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, რის შემდეგაც გადანაწილდებით გუნდების მიხედვით. 

  • იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ მეგობრებმა ერთობლივად მიიღოთ მონაწილეობა და შექმნათ თქვენი გუნდი, გთხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობოთ ორგანიზატორებს.
  • იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობთ გუნდთან ერთად, თითოეული წევრი უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურად.
  •  ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ გუნდის შემადგენლობა მონაწილეთა გამოცდილების დონის დასაბალანსებლად.

თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • AWS და მიკროსერვისების საფუძვლების ცოდნა;
  • თავისუფლად ფლობდეთ ინგლისურს (თამაშის დროს კომუნიკაციისთვის);
  •  ლეპტოპი და ადაპტერი;
  •  Firefox ან Chrome.

დღის წესრიგი:

  • 10:00 - 10:30 - რეგისტრაცია
  • 10:30 - 10:45 - მისასალმებელი სიტყვა
  • 11:00 - 17:00 - AWS Game Day კონკურსი
  • 17:00 - 18:00 - ნეთვორქინგი

სარეგისტრაციო ფორმა:  https://bit.ly/43qH3eo

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 ივლისი, 10:00 

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, T404-406 აუდიტორია (UniLab),  ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია! 

2023

 

ბანერები