ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნილაბის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში ილიაუნის კიბერლაბორატორია „უნილაბის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე უნილაბისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე წელს განხორციელებულ შემდეგ პროექტებსა და პროგრამებზე :

  • სანდროს წიგნების ვებგამოცემა
  • ონლაინ ილიაუნი
  • დოკუმენტური ფილმის „მთელი სულით დასავლეთისკენ" ძველი ვებგვერდის რესტავრაცია
  • მათემატიკის რესურსი
  • „სცადე, ისწავლე, გაუზიარე“
  • ქართული ენის კორპუსი
  • ქალები მეცნიერებაში
  • გლოსარიუმი
  • ლექსიკოგრაფების კონკურსი
  • არქიტექტორების საიტი
  • ადიქციის ვებგვერდი
  • ვიზუალური პროგრამირების ეროვნული კონფერენცია
  • Qart NLP
  • ჰორტენზია
  • ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა

აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მეტი გაიგოს უნილაბის საქმიანობის, სასწავლო კურსებისა და აქსელერაციის პროგრამის შესახებ.

ღონისძიება 15 დეკემბერს, 18:30-ზე, დაიწყება და კიბერლაბორატორია უნილაბში გაიმართება.

მისამართი: 3/5 ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, T კორპუსი, აუდიტორია T406

უნილაბის შესახებ

უნილაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია , მიზნად ისახავს STEAM პროფესიების პოპულარიზაციას . უნილაბი აერთიანებს თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით:

  • Front-End დეველოპმენტი;
  • Back-End დეველოპმენტი;
  • ციფრული კომუნიკაციები
  • გრაფიკული და ინტერფეის დიზაინი;
  • ICT პროექტების მართვა;
  • ნარატივდიზაინი.

ამასთან ქმნის სხვადასხვა ციფრულ პროდუქტსა და პლატფორმებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

ბანერები