ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნილაბის კონცეფციის პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 თებერვალს, 19:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი წარადგენს ილიაუნის ახალი ტექნოლოგიური სივრცის, უნილაბის კონცეფციას.

პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ილიაუნის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მსგავს სივრცეში მუშაობის გამოცდილება.

შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

რა არის უნილაბი?

უნილაბი იქნება ტექნოლოგიური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ სტუდენტებს (კონკურსის გავლის შემდეგ) ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე:

  • დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს გრაფიკული დიზაინის, პროგრამირების, პროგრამული პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ რეალურ პროექტებში, კერძოდ, მენტორების დახმარებით იმუშაონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება; 
  • გაიუმჯობესონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები. 

გარდა ამისა, უნილაბი:

  • გამართავს საჯარო შეხვედრებს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის;
  • განახორციელებს სასერტიფიკატო და დისტანციური სწავლების პროგრამებს.
 

დრო: 22 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები