ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნილაბი სკოლაში - სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიური პროექტების პრეზენტაცია

ღონისძიებები

განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს,14:00 საათზე სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის „უნილაბი სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფორმატში ხორციელდება და გულისხმობს მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან სრულად დაფინანსებული კურსების შეთავაზებას მომავლის პროფესიების მიმართულებით (Front-end და დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#). პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ პროექტის მონაწილეები რეალურ პროექტებზე მუშაობენ და საუკეთესო პროექტების ავტორები ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერით ჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ პროექტის „უნილაბი სკოლაში“ კურსდამთავრებულები ტექნოლოგიური პროექტების პრეზენტაციებს ჩაატარებენ

განრიგი

_____________________________________________________________________________________________

გიორგი ბერაია - თბილისის 52-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე, გიორგიმ პროგრამირება c#-ის კურსის გავლის შემდგომ შექმნა 2D პიქსელური სტილის თამაში, რომლის ყველა ობიექტი და პერსონაჟი თვითონ დახატა და როგორც picturebox-ი, შეიტანა პროექტში. შემდეგ მათთვის დაწერა კოდი და ვინდოუს ფორმებში გამოიყვანა, შექმნა მოძრაობის ილუზია რითაც პროექტიც ნამდვილ თამაშს დაემსგავსა.

ლუკა ჩახუნაშვილი - თბილისის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ლუკამ თამაშების დეველოპმენტის კურსის გავლის შემდგომ, თავად შექმნა 2d თამაში, რომლის სცენარისა და იდეის ავტორიც თვითონ არის.

ელენე კომახიძე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე, რომელმაც C# პროგრამირების კურსი გაიარა და შექმნა ცნობილი პიქსელური თამაშის Pac Man-ის ანალოგი.

ნინი მერაბიშვილი - თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე, ნინი ფრონტენდის კურსის გავლის შემდგომ აპირებს საკუთარი სტარტაპი, Travellocation წამოიწყოს, რომელიც მოგზაურობის შესახებ ბლოგპოსტებსა და სხვადასხვა პროექტებს მოუყრის თავს.

ანი მერაბიშვილი - ქ.თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე, ანი ფრონტენდის კურსის გავლის შემდგომ დაწყებული აქვს მუშაობა, მის მიერ ბავშვობაში შექმნილი კომპანიის, Smart Twins-ის საიტის შექმნაზე.


დრო: 27 მაისი, 14:00-16:15 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3oSoqwl 

2021 წელი

 

ბანერები