ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

UNILAB - ღია ლექციების სერია Cyber Talks

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ახალ პროექტს, Cyber Talks იწყებს. ეს იქნება ყოველკვირეული ღია ლექციების სერია შემდეგ თემებზე:

  • ახალი ტექნოლოგიები
  • პროგრამირება
  • დიზაინი
  • ციფრული მარკეტინგი

დღეს მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ციფრული გარდაქმნის პროცესი, უფრო და უფრო მეტი კომპანია ხედავს ახალი ტექნოლოგიური მიმართულებებისა და პროფესიების საჭიროებებს. მეორე მხრივ, თვითიზოლაციის პერიოდში ბევრ ადამიანს აქვს უამრავი თავისუფალი დრო, რომელიც უფრო ნაყოფიერად შეუძლია გაატაროს.

თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, დროა, გაჯეტები მოიმარჯვო და ეს გამოთავისუფლებული დრო ახალი ცოდნის ათვისებას დაუთმო.

16 აპრილიდან უნილაბი გაძლევს საშუალებას, მოუსმინო სფეროს წამყვან და წარმატებულ პროფესიონალებს, გაიზიარო მათი ცოდნა და გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

პირველ ლექციას 16 აპრილს უნილაბის დირექტორი და ახალი ტექნოლოგიების ექსპერტი სანდრო ასათიანი ვაშინგტონიდან გაუძღვება. ყველას, ვისაც გსურთ, გაიგოთ, რა არის და როგორ მუშაობს, “G Suite – ვირტუალური სამუშაო სივრცე”, გელით ჩვენს ონლაინსივრცეში ზუსტად 20:00 საათზე.

ლექციები გაიმართება ყოველკვირეულად და Live-ში გავა Unilab-ის facebook გვერდზე: https://www.facebook.com/UniLabEdu/

ბანერები