ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

UNILAB CYBERTALKS: პროგრამირების შესაძლებლობები

ღონისძიებები

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: პროგრამირების შესაძლებლობები.

ლექციაზე მოგიყვებით:

  • რა შესაძლებლობებს გაძლევს პროგრამირების სწავლა?
  • რამდენად მოთხოვნადია პითონის პროგრამირების სპეციალისტი საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე;
  • გაგიზიარებთ, რა უნარებსა და გამოცდილებას მიიღებ, თუ პითონის სტაჟირების პროგრამას უნილაბში გაივლი;
  • მოგიყვებით აქამდე განხორციელებული პროექტების შესახებ.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან:

თემო ჩიჩუა, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების ხელმძღვანელი, AnimaChatbotic-ის კოდმწერი;

გიორგი კვარაცხელია, უნილაბის პითონის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული და AnimaChatbotic-ის ბექ-ენდ დეველოპერი;

დენისი სანტურიანი, AnimaChatbotic-ის ბექ-ენდ დეველოპერი, უნილაბის პითონის კურსისა და სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე: https://bit.ly/3lzTLnw

2021 წელი

ბანერები