ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

UNILAB CYBERTALKS: ნარატივდიზაინის მაგია

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: „ნარატივდიზაინის მაგია“.

ნარატივდიზაინი, ახალი პროფესია, ყველა ტექნოლოგიურ გამოწვევას პასუხობს და დროდადრო უფრო მოთხოვნადი ხდება. ცოტა ხნის წინ ალბათ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ჩეთბოტის გამოყენება განათლების სფეროშიც კი შეიძლება. ღია ლექციაზე მოგიყვებით უნილაბის სტაჟირების ფარგლებში შექმნილ პროექტებზე, რომლებიც სწორედ განათლების თემას ეხება.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან:

  • მარიამ გოჩიაშვილი, უნილაბში ნარატივდიზაინის ლექტორი და ამავე მიმართულების სტაჟირების ხელმძღვანელი, „ანიმა ჩეთბოტიქსისა“ და განათლების სამინისტროს უფროსი ნარატივდიზაინერი;
  • ანა ფიცხელაური, უნილაბის ნარატივდიზაინის კურსისა და სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული, ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად გამართული ჰაკათონის ერთ-ერთი გამარჯვებული;
  • თორნიკე რობაქიძე, უნილაბის ნარატივდიზაინის კურსისა და სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული.

ნარატივდიზაინის მაგიური სამყაროსა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე: https://bit.ly/3lzTLnw

2021 წელი

ბანერები