ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

UNILAB CYBERTALKS: გრაფიკული დიზაინი

ღონისძიებები

1 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: გრაფიკული დიზაინი.

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა. მისი საშუალებით შეძლებთ კომპლექსური იდეა მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოხატოთ, რაც ძირითადად ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით მიიღწევა.

ლექციაზე მოგიყვებით, პრაქტიკაში როგორ ვიყენებთ ამ პროფესიას და ვისაუბრებთ უნილაბის სტაჟირების დროს შექმნილ პროექტებზე.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან:

  • ნენე არაბული, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორის ასისტენტი და ამავე მიმართულების სტაჟირების მენტორი;
  • ნიკა ინასარიძე, კომპიუტერული დიზაინისა და დაზგური გრაფიკის სტუდენტი, უნილაბის გრაფიკული დიზაინის კურსისა და სტაჟირების კურსდამთავრებული, კომპანიის „მაქსინეიაი" ჯუნიორ გრაფიკული დიზაინერი.

თუ გრაფიკული დიზაინი შენთვის საინტერესო სფეროა, შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე https://bit.ly/3lzTLnw

2021 წელი

ბანერები