ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

UNILAB CYBERTALKS: ციფრული კომუნიკაციები

ღონისძიებები

თანამედროვე ტექნოლოგიებმა კომუნიკაციები ციფრულ რეალობაში გადმოანაცვლა და ბიზნესისა და მომხმარებლის შეხვედრის წერტილად ინტერნეტსივრცე შეარჩია.

8 ნოემბერს, 20:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გამართულ ლაივშეხვედრაზე ამ სფეროთი დაინტერესებულთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გამოცდილი მენტორები ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხებენ.

ლექციაზე იმოგზაურებთ ციფრული კომუნიკაციების ლაბირინთებში და შეიტყობთ, როგორ იპოვოთ მომხმარებლამდე მიმავალი გზა.

მომხსენებლები გაგიზიარებენ, რა უნარებსა და გამოცდილებას შეიძენ, თუ ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების პროგრამას უნილაბში გაივლი და მოგიყვებიან აქამდე განხორციელებული პროექტების შესახებ.

ლექციის სპიკერები:

  • მარიამ მიხანაშვილი, უნილაბის მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების ხელმძღვანელის ასისტენტი;
  • ელენე ჯიქიძე, უნილაბის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული, ილიაუნის სოციალური მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების მენტორი;
  • სალომე ნინაშვილი, უნილაბის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული, კომპიუტერული განვითარების კურსის ლექტორი, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების მენტორი.

შემოგვიერთდი, თუ კიბერარმიაში შემობიჯებას გეგმავ და გადაწყვეტილების მიღებამდე კითხვებზე პასუხები გჭირდება.

ფეისბუქგვერდი:  https://bit.ly/3lzTLnw

 2021 წელი

ბანერები