ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უნიკინო – ფილმის „კესი/ kes” ჩვენება/განხილვა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.

სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 13 დეკემბერს, 19:00-21:00 საათზე, გაიმართება ფილმის “კესი/ kes” ჩვენება/განხილვა.

ფილმი მოგვითხრობს 12 წლის დედისერთა, შრომისმოყვარე ბიჭზე, რომელიც ბულინგის მსხვერპლია როგორც შინ, ისე სკოლაში. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა შევარდენს იპოვის და მის გაწვრთნას დაიწყებს. სახელად მას კესის დაარქმევს.

შეხვედრის მოდერატორი იქნება კინომცოდნე ნინია კაკაბაძე. ფსიქოლოგი ნათია კუჭუხიძე ისაუბრებს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ფილმში იკვეთება.

Trailer: https://goo.gl/JY4mZ2

დრო: 13 დეკემბერი, 19:00-21:00

ადგილმდებარეობა: A101, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32


 

032 2 22 00 09 (270)
Student.affairs@iliauni.edu.ge
iliaunistudentaffairs
ქ.ჩოლოყაშვილის გამზირი ⅗.
ოთახი F105

ბანერები