ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უკრაინულ-ქართული ლექსების კრებულის წარდგენა

ღონისძიებები

25 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება უკრაინულ-ქართული ლექსების კრებულის „მარიუპოლის თეატრის სარდაფში ყოფილხარ, ღმერთო!“ პრეზენტაცია.

გამოცემას წარადგენს თინათინ მარგალიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით.

კრებული, რომელიც უკრაინის ფრონტისთვის, ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცებისათვის შეიქმნა, აერთიანებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწერილ ლექსებს.

ქართველი პოეტების ლექსები ითარგმნა უკრაინულად, უკრაინელი პოეტებისა კი – ქართულად. რამდენიმე ლექსი თარგმნილია ინგლისურადაც.

კრებულზე იმუშავეს ქართველმა მეცნიერებმა და პოეტებმა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად.

კრებული მოამზადა და საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ.

სამუშაო ენები: ქართული, უკრაინული

დრო: 25 სექტემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G 106 აუდიტორია, გიორგი წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

 

ბანერები