ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უანგარო დონაციის დღეები ილიაუნიში

ღონისძიებები

სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (14/06) 13, 14 და 17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და E კორპუსებში გაიმართება უანგარო დონაციის დღეები.

აქციის ფარგლებში ამ სფეროს წამყვანი ორგანიზაციების პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

მათ, ვინც საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ჯგუფი, რეზუსი, ფენოტიპი;
  • B და C ჰეპატიტი,  სიფილისი, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს  18-დან 65 წლამდე ნებისმიერი ადამიანი, თუ:

  • თქვენი წონა 50-კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
  • სიფილისი, ტუბერკულოზი;
  • არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;
  • არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა  ბოლო 1 წლის განმავლობაში;
  • არ გაგიკეთებიათ ტატუ  ბოლო 6 თვის განმავლობაში;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ქალები ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილან ორსულად;
  • დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა  ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი,  მოსახლეობის 40-50% შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი. რეალურად  კი მას მხოლოდ 0.5%-ზე ნაკლები აბარებს. სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.

ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;
  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;
  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.

__________

სისხლის აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 13, 14 და 17 ივნისს.

13 ივნისი:

აუდიტორია: A კორპუსის II სართულის დერეფანი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დრო: 10:00-17:00 საათი

14 და 17 ივნისი:

აუდიტორია: E207 (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

დრო: 10:00-17:00 საათი

აუდიტორია: A კორპუსის II სართულის დერეფანი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დრო: 10:00-17:00 საათი

დარეგისტრირდი წინასწარ: http://bit.do/uangarodonacia

აქციაში მონაწილე ორგანიზაციები:

  • მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

  • ნიუ ჰოსპიტალსი

  • ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი

  • ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი

  • ნაციონალური სისხლის ბანკი

გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!

#გადაარჩინესიცოცხლე

ბანერები