ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია

ღონისძიებები

18 ნოემბერს, 17:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი – წარმოგიდგენთ ღონისძიებას „თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია“.

შეხვედრაზე ეპოქის ჭრილში განიხილება სოსო წერეთელისა და მისი მეგობრების მისწრაფება, ყოფილიყვნენ თავისუფალნი და თავი დაეღწიათ საბჭოთა რეჟიმისგან. გაიმართება მსჯელობა, რამდენად ამართლებს ეს მისწრაფება 1983 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს. ამ დღეს შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. ამ ამბოხს შეეწირა შვიდი ადამიანი – ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. თინა ფეტვიაშვილს, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო, თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი – სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა. 1984 წლის 3 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ნათელა მაჭავარიანი, ზურაბ წერეთელი, მსახიობი ვახო ჩაჩანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანი კვირიკაშვილი, მაგისტრანტები – ნინო ენუქიძე და მაკა ოხანაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი სოფო ყანჩაშვილი და სხვ.

დრო: 18 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები