ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფსიქოანალიტიკოს იორამ ინსპექტორის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

1-ელ სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი იორამ ინსპექტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა?“ (იოანე, 8:7) –  ბოროტება იუნგიანური პერსპექტივიდან“.


მომხსენებლის შესახებ:

იორამ ინსპექტორი, მედიცინის დოქტორი

ჰაროუ, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო

მედიცინის დოქტორი იორამ ინსპექტორი კონსულტანტი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და წმინდა მარკოზის საავადმყოფოს ფსიქოლოგიური მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელია, განყოფილებისა, რომელშიც მკურნალობენ და ეხმარებიან ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა გასტროენტეროლოგიურ დაავადებებთან და აშლილობებთან უწევთ გამკლავება.

სამედიცინო განათლება ისრაელში, ბენ გურიონისა და თელ-ავივის უნივერსიტეტებში, მიიღო. მისი სადოქტორო ნაშრომი „სხვა ადამიანის გული“ ეძღვნება გულის გადანერგვის ფსიქიატრიულ ასპექტებს. ფსიქიატრიის სპეციალობის ტრენინგი, რომელიც მოიცავს ზოგად ფსიქიატრიას, მოკავშირე ფსიქიატრიასა და ფსიქოთერაპიას, გაიარა ისრაელში, შალვათას მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში, რომელიც აფილირებულია თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის მედიცინის ფაკულტეტთან.

იორამ ინსპექტორმა ასევე გაიარა ფსიქოთერაპიის საფუძვლიანი ტრენინგი; დაესწრო საკლერის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოანალიზზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიისა და ისრაელის იუნგიანური საზოგადოების ტრენინგებს, რის შემდეგაც გახდა იუნგიანელი ანალიტიკოსი და საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოების წევრი. სწავლა განაგრძო ინგლისში, ლონდონის ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოებაში.


სამუშაო ენა: ქართული (თანიმდევრული თარგმანით)

დრო: 1-ელი სექტემბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 

დასწრება თავისუფალია. 

2024




ბანერები