ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თვითმფრინავის ბიჭები ეპოქის ჭრილში

ღონისძიებები

26 თებერვალს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი’’ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი – გიწვევთ ლექციაზე: ,,თვითმფრინავის ბიჭები ეპოქის ჭრილში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი და  მწერალი ლაშა ბუღაძე ისაუბრებენ წითელი რეჟიმის ვერდიქტსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე.

1-ლ მარტს მხატვარ სოსო წერეთლის დაბადების დღეა. მის ხსოვნას ეძღვნება კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის „თვითმფრინავის ბიჭების“ თემასთან დაკავშირებული მორიგი ღონისძიება.

1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ, რომელთა შორის იყო ნიჭიერი მხატვარი სოსო წერეთელი, საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ამბოხს შეეწირა შვიდი ადამიანი.

დრო: 26 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები