ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„თვითმენეჯმენტი ხელოვანთათვის“ - პიანისტ ნინო კოტრიკაძის ტრენინგები

ღონისძიებები

30 მარტსა და 6 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გერმანიაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, „Steinway & Sons“-ის პირველი პრემიის მფლობელი, ნინო კოტრიკაძე ჩაატარებს ტრენინგებს ილიაუნის სტუდენტებისთვის. ტრენინგების მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი საკონცერტო და საფესტივალო ცხოვრების მართვაში, კერძოდ კი, ისეთი ჩვევების გამომუშავებაში, როგორებიცაა: შემოქმედებითი ბიოგრაფიის დაწერა, საკუთარი ვებგვერდის კონცეფციის ჩამოყალიბება, საკუთარი კონცერტებისთვის ახალი საკონცერტო და საფესტივალო სივრცეების მოძიება, ქართულ სინამდვილეზე მორგებული საფესტივალო იდეების განხილვა და სხვ.
ნინო კოტრიკაძე აქტიურ საშემსრულებლო ცხოვრებას ეწევა ევროპასა (გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, შვეიცარია, იტალია, ესპანეთი) და აშშ-ში; აქტიურადაა ჩართული ფესტივალებისა და კონცერტების ორგანიზებაში; 2015 წლის იანვრიდან, გერმანული ფონდის - „Possehl Stiftung“ - ხელშეწყობით, სათავეში უდგას კონცერტების სერიას.

ტრენინგებში მონაწილე სტუდენტები შეასრულებენ ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ მიმართულ აუცილებელ დავალებებს. ამასთან, ტრენინგები წარიმართება დიალოგისა და მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის ფორმატით.

დრო: 30 მარტი, 6 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები