ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგკურსი Educate the Educators

ღონისძიებები

ტრენინგკურსი Educate the Educators განკუთვნილია სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის, რათა მათ შეძლონ სამეწარმეო სწავლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაიზიარონ ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ პრაქტიკული რჩევები.

ტრენინგს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი.
ტრენინგები იმართება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ დანართი.
პროგრამას მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები