ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგკურსი „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი.

ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი თინათინ ჭინჭარაული, ასოცირებული პროფესორი ნატა მეფარიშვილი და ტექნოლოგიების, მენეჯმენტისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ დალაქიშვილი.

ტრენინგები ჩატარდება 4 აპრილს, 16:00-დან 20:00 საათამდე, ასევე 6 აპრილს, 11:00-დან 14:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E102 აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში.


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
საკონტაქტო პირები:

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge,
ტელ.: 577 57 88 55;

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge,
ტელ.: 599 89 96 69.

გისურვებთ წარმატებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები