ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგი თემაზე „საყოველთაო კრეატივი“

ღონისძიებები

22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ზუმაუთ პრე-აქსელერატორი უმასპინძლებს კოტე იანტბელიძეს, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: „საყოველთაო კრეატივი“.

ინოვაციური აზროვნება და, შესაბამისად, ინოვაციური პროდუქტის შექმნა სხვა არაფერია, თუ არა არსებული პროდუქტის კრეატიული რაკურსით დანახვა და არსებული პრობლემის კრეატიული გადაჭრის გზის მოძებნა.

კრეატიულობა არ არის მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ინდივიდუალურად საკუთარ თავზე მუშაობითა და დაუღალავი შრომით შესაძლებელია ყველა მსურველმა გამოიმუშაოს კრეატიული აზროვნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ინოვაციური აზროვნება განსაკუთრებით დღეს არ შეიძლება ცალკე მდგომ კატეგორიად განვიხილოთ. პირიქით, ინოვაციური აზროვნება პროდუქტიულ ნაყოფს მხოლოდ კრეატიულ აზროვნებასთან სინთეზში ქმნის.

ტრეინინგი ორიენტირებული იქნება კრეატიული და ინოვაციური იდეების გენერირების უნარ-ჩვევებზე.

გელოდებით ძალიან საინტერესო საკითხებით!

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დრო: 22 ოქტომბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

ბანერები