ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგი თემაზე: „დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში და მისი სწავლება ცოდნისა და ღირებულებების კომბინირებული შეძენის მეთოდით“

ღონისძიებები

21 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ERASMUS+ პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ ფარგლებში მასწავლებლებისა და განათლების სკოლის პერსონალისათვის გაიმართება ტრენინგი.

ნაწილი I

„დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში“-პროფ. დავით მალაზონია, ასისტ. პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი

ტრენინგის მიზანი: მონაწილეები გაეცნონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციებს;

არსებული სასკოლო პრაქტიკა გაიაზრონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების ჭრილში;

დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების საფუძველზე წარმოადგინონ სასკოლო პრაქტიკის განვითარების სტრატეგიები.

ძირითადი თემები:

  • დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დანერგვის მიზნები და შესაძლებლობები;
  • კომპეტენციათა ჯგუფის – ღირებულებები – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;
  • კომპეტენციათა ჯგუფის – დამოკიდებულებები – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;
  • კომპეტენციათა ჯგუფის – უნარები – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;
  • კომპეტენციათა ჯგუფის – ცოდნა და კრიტიკული გააზრება – შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;
  • ჯგუფური მუშაობა: დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციათა განვითარების მიზნით კონკრეტული საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვა;
  • ჯგუფური პრეზენტაციები და დისკუსია.

ნაწილი II

„დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების სწავლება ცოდნისა და ღირებულებების კომბინირებული შეძენის მეთოდით( VAKE) – პროფესორი ჯან-ლუკ პატრი (ზალცბურგი, ავსტრია)

დრო: 21 ივნისი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

 

ბანერები