ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგი კლიმატის ცვლილებისა და ტყის ტრანსფორმაციაზე

ღონისძიებები

20 თებერვალი, 2014 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორპუსი „E“, აუდიტორია N206)

ერთდღიანი ტრენინგის მოდული სატყეო და მომიჯნავე დარგის სპეციალისტების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის -
სამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილებისა და ტყის ტრანსფორმაციის საკითხებზე

შესავალი

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ორგანიზაცია (WWF-Germany) სამხრეთ კავკასიაში ამავე ფონდის პარტნიორ ორგანიზაციასთან (WWF-Caucasus) ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2011 წლიდან  ახორციელებს რეგიონალურ პროექტს  „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება ტყის ტრანსფორმაციის გზით“.

როგორც აღნიშნული პროექტის ნაწილი, შემოთავაზებული იქნება ერთდღიანი ტრენინგის მოდული სატყეო დარგის სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამავე დარგით დაინტერესებული პირებისთვის. კონკრეტული, ლოკალურად კონცენტრირებული ერთდღიანი ტრენინგი 2014 წლის თებერვალში ჩატარდება პროექტის მონაწილე სამ ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ტრენინგი პირველად წარმოდგენას შეუქმნის მონაწილეებს, მისცემს რა მათ თეორიული ცოდნის საფუძველს კლიმატის ცვლილებაზე, მოიცავს სხვა ქვეყნების გამოცდილებას კონკრეტული მაგალითების მოყვანით და ბოლო, სადისკუსიო ნაწილი მიეძღვნება რეგიონისთვის ადგილობრივი, კოკრეტული შემდგომი ნაბიჯების შემუშავებას.

საქართველოში ტრენინგს ჩაატარებს საერთაშორისო ექსპერტი, WWF-ის კონსულტანტი დერკ ფრანკენჰაუზერი, რომელმაც 2013 წლის ოქტომბერში სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოახდინა საველე გასვლები და დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი.
 
მიზნები
იმ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების ილუსტრირება, რომლებიც მოსდევს კლიმატის ცვლილებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გააანალიზონ სიტუაცია და შეიმუშავონ მექანიზმები სატყეო სექტორში კლიმატის ცვლილებით განპირობებული მომავალი გამოწვევებისადმი ადაპტაციისთვის.

შინაარსი
ტრენინგის მოდული შედგება შემდეგი ხუთი ძირითადი თემისაგან:
1)  შესავალი
2)  გლობალური სიტუაცია
3)  რეაგირება ევროპის ქვეყნების მაგალითზე
4)  კავკასიაში ამჟამად არსებული სიტუაცია
5)  განხორციელების შესაძლო სცენარები კავკასიაში

თავის მხრივ, ეს თემები დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად:

1. შესავალი
ტრენინგი დაიწყება იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, რომლებიც ასახავს აუდიტორიის თვალსაზრისს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში. ამას მოჰყვება კლიმატის ცვლილების ფარგლების მოკლე აღწერა მსოფლიოს, ევროპის მასშტაბით - დაბოლოს, კონკრეტულად კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებით ტყეებზე მისი ზემოქმედების კუთხით.

2. ტრენინგის სავარჯიშოები
ეს ტრენინგის ძირითადი ნაწილია. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ ინფორმაცია მათ რეგიონში კლიმატის მიმდინარე ცვლილებიდან გამომდინარე პოტენციური გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური საფრთხეების იდენტიფიცირების კუთხით. ამ ნაწილში გამოყენებული იქნება ტყის მართვის სფეროში ძალიან ზუსტი მაგალითების განხილვის მეთოდი.

3. ევროპაში არსებული მოწინავე პრაქტიკის პრეზენტაცია და კონკრეტული მაგალითების განხილვა. 
მონაწილეებს გააცნობენ შიგნიდან დანახულ სურათს - თუ როგორ შეიმუშავეს პოლიტიკა და სტანდარტული პროცედურები ამ რისკთან საბრძოლველად სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია, მოწინავე პრაქტიკის მაგალითების და კონკრეტული შემთხვევების განხილვით.
4. პერსპექტივა და დასკვნითი დებატები
დაკვნით ეტაპზე მონაწილეებს შესთავაზებენ ბრეინსტორმინგს იმასთან დაკავშირებით, თუ რას თვლიან საჭიროდ სამომავლოდ. შემდეგი ნაბიჯები შემუშავდება ერთად, რათა მოხდეს სატყეო მეურნეობაში რისკის  მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ან/და გაუმჯობესება.

ტრენინგის დღის წესრიგი

მოსალოდნელი შედეგები
ტრენინგის მოდული შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, რომ გააცნობიერონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები, და კონკრეტულად - მისი ზემოქმედება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტყეებზე. მონაწილეები შეძლებენ ყოველდღიურ სატყეო სამეურნეო საქმიანობას მიუსადაგონ კლიმატის ცვლილების სამომავლო შედეგებ, როგორიცაა შტორმები, ხანძრები და ა.შ. აგრეთვე გარდაქმნან კავკასიის ტყეების ეკოსისტემები უფრო გამძლე ტყეებად. სხვა ქვეყნების მოყვანილი მაგალითები წაახალისებს მონაწილეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია რეაგირება სხვაგან სატყეო სექტორში და მისცემს საშუალებას, რომ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შექმნან პარტნიორული ქსელი რათა შეიქმნას კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებული ინსტრუმენტი, როგორიცაა მაგ. ტყის პრობლემების ერთობლივი ღია მონაცემთა ბაზა და სხვ.
ტრენინგის მოდული
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის მოდულის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგი ვებ-გვერდებიდან:

http://wwf.panda.org/what_we_do/where_we_work/black_sea_basin/caucasus/?215650/Managing-innovative-learning-on-adaptive-forest-management-to-climate-change

http://awsassets.panda.org/downloads/forestry_training_module.pdf


დამატებითი ინფორმაცია

მალხაზ ძნელაძე
პროექტის რეგიონალური კოორდინატორი
WWF-Caucasus
ტელ.: + (995 32) 2-23-75-00  ext. 118
mdzneladze@wwfcaucasus.org

ბანერები