ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგი ჰიდროლოგიური მოდელირების შესახებ

ღონისძიებები

2018 წლის 14-25 მაისს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 204 აუდიტორიაში საერთაშორისო ექსპერტი დოქტორი იენს კიზელი ჩაატარებს ტრენინგს ჰიდროლოგიური მოდელირების შესახებ მდინარე წავკისისხევის მაგალითზე.

კომპანია „Hydroc“ და აიპ „გარემო და განვითარება“ (ED) გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის“. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მდინარე წავკისისწყლის ჰიდროლოგიური კვლევა და წყალდიდობის მოდელის შემუშავება.

დრო: 09:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 204 აუდიტორია (ნუცუბიძის ქ. №77)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები