ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“

ღონისძიებები

26 ნოემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართება ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების ახალი ნაკადისთვის. 

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება;
  • შედეგზე ორიენტირებული შეხვედრის წარმართვა;
  • წაკითხვადი ტექსტის წერა.

ტრენინგს ჩაატარებს ანდრო გიგაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პირველი 40 სტუდენტი, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას შემდეგ ბმულზე.

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ ტრენინგის გავლა შეფასდება 1%-ით.

დრო: 26 ნოემბერი, 10:00-13:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები