ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენერთა ტრენინგი კომპიუტერული თამაშების განვითარებაში

ღონისძიებები

22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტარდება ტრენინგების სერია ტრენერებისა და სტუდენტებისათვის.
 
22-26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H 105 აუდიტორიაში (3D computer Lab) ტარდება ტრენერთა ტრენინგი კომპიუტერული თამაშების განვითარებაში. კურსის მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს თამაშების განვითარების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. კურსი მოიცავს სრულ პროცესს კომპიუტერული თამაშის იდეიდან კონკრეტულ პროტოტიპად ქცევამდე. ტრენინგს გაუძღვება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ სილაოტსი.

27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 308 აუდიტორიაში ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგი სტუდენტებისათვის.

26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 15:00 საათამდე (კვირას 10:00-დან 13:00 საათამდე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H 105 აუდიტორიაში (3D computer Lab) ჩატარდება ტრენერთა ტრენინგი ანდროიდის დეველოპმენტში მათთვის, ვინც ასწავლის ან გეგმავს კარიერის ანდროიდის სასწავლო მიმართულებით გაგრძელებას. ტრენინგს გაუძღვებიან Google-ის მიერ აღიარებული ექსპერტები ანდროიდის მობილური პლატფორმის მიმართულებით (Google Developer Expert).
სებასტიან მაუერი (გერმანია);
მარიო ვივიანი (იტალია);
კაან მამიკოღლუ (თურქეთი);
ალექს კოროვიანსკი (რუსეთი);
აიგულ ზაგიდულინა (გერმანია);
მატეუს ჰერიხი (პოლონეთი).

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
1. შესავალი ანდროიდის დეველოპმენტში; GitHub-ზე მუშაობა; User Interface; ნებართვები (Permissions); მომხმარებლის შეტყობინებები (User Notifications); მრავალჯერადი შეხება და ჟესტიკულაცია (multi-touch & gestures); მულტიმედია; სენსორები; ლოკაცია; მონაცემთა ბაზა და API; სასარგებლო ბიბლიოთეკები და ჩარჩოები (frameworks); აპლიკაციის გამოქვეყნება და რეკლამირება; დამხმარე წყაროები - online/offline ჯგუფები, StackOverflow; UX ანდროიდისთვის. მატერიალური დიზაინი; Android Wear; ანდროიდის აპლიკაციების მარკეტინგი და მონეტიზაცია.

ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭიროა:
 Java-ზე პროგრამირების კარგი ცოდნა;
მონაცემთა სტრუქტურების, ალგორითმებისა და პროგრამული დიზაინის კარგი ცოდნა;
მარქაფ ენების ცოდნა (XML და JSON);
სალაპარაკო ინგლისურის კარგი ცოდნა.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ყველა მოდულზე დასწრება სავალდებულოა.

ბანერები