ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნატალია ზაზაშვილის სახელობის კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება პანდემიის რეალობაში“

ღონისძიებები

26-27 აპრილს საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რებილიტაციის ცენტრი GCRT, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე კოლეგებსა და დაინტერესებულ პირებს იწვევენ ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე „ტრავმა და საზოგადოება“. წლევანდელი თემაა: „ტრავმა და საზოგადოება პანდემიის რეალობაში“.

კონფერენციის დღის წესრიგი

_____________________________________________________________________________________________

26 აპრილი 

13:00–13:10 საათი 

კონფერენციის გახსნა/მისალმება

ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრ GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორი; 

ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

_________________________________

13:10–14:00 საათი 

პირველი (საჯარო) სესია: პანელი „კოვიდთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობა, საერთაშორისო კვლევები და საპასუხო ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში“

მომხსენებლები:

ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორი;

ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტი, GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი, წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი;

ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/2Q7KGpk

Meeting ID: 874 1364 4062
Passcode: 270136

_________________________________

14:30-15:30 საათი  

მეორე სესია: კვლევები კოვიდსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

„მოსახლეობის კვლევა პანდემიის სტრესორებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ“ – ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორი;

„პანდემია და მასზე რეაგირება: ფსიქოლოგიური თავისებურებები და გამკლავების გზები“ – ია შეყრილაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

„კოვიდის გავლენა ნარკოტიკების მოხმარებაზე“ – ირმა კირთაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“ მთავარი მკვლევარი.

_________________________________

16:00-17:30 საათი 

მესამე სესია: კვლევები კოვიდსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ახალგაზრდა მეცნიერთა პანელი

„მოსახლეობის კვლევა პანდემიის სტრესორებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ“– ნათელა ცირამუა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;

„მედეგობა COVID-19-ის პანდემიის დროს" – სალომე დუმბაძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასისტენტი;

 „სუბკლინიკური აშლილობები COVID-19-ის პანდემიის დროს" – თაკო ბოლქვაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;

 „ალკოჰოლის მოხმარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებში Covid-19-ის თვითიზოლაციამდე და თვითიზოლაციის შემდეგ“– ნინი მარჯანიშვილი, ადიქციის კვლევების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;

„ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისებით კმაყოფილება პანდემიის დროს“ – მარიამ რაზმაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“/კლუბ „სინერგიის“ კონსულტანტი; ლიკა ქუთელია,  ადიქციის კვლევების მაგისტრი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“/კლუბ „სინერგიის“ კონსულტანტი;

„ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) სტუდენტური საკონსულტაციო სერვისის კვლევა“ - ნინო ქარსელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი,ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური საკონსულტაციო სერვისის კონსულტანტი

_____________________________________________________________________________________________

27 აპრილი

13:00-13:20 საათი 

პირველი (საჯარო) სესია: წიგნის „ტრავმა, მისი ბუნება და განკურნების გზები“ პრეზენტაცია

(წიგნის საავტორო ჯგუფი):

ზურაბ ბებერაშვილი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრ GCRT-ის სამედიცინო დირექტორი;

სოფიო ტაბაღუა, GCRT-ის პროგრამების მენეჯერი, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ასოციაციის თავმჯდომარე;

ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ხელმძღანელი, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორი;

ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3egDcYP

Meeting ID: 821 6829 7704
Passcode: 724920

 _________________________________

13:20-14:30 საათი  

მეორე სესია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები კოვიდის პანდემიის დროს 

 „კლუბი „სინერგია“– სერვისი მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის პანდემიის დროს“ – ქეთევან ფილაური, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, კლუბ „სინერგიის“ დირექტორი;

„რთული ტრავმა და დისტანციური სერვისების მიწოდება: გამოწვევები, მიღწევები და მიღებული გამოცდილება“ – სოფიო ტაბაღუა, საქართველოს წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის პროგრამების მენეჯერი, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ასოციაციის თავმჯდომარე;

კრიზისული სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარება პანდემიის დროს" - ნანა აღაპიშვილი, ფსიქოსოციალური ცენტრის „ნდობა“ ხელმძღვანელი;

„ილიაუნის სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრი  სერვისის მიმოხილვა და ეფექტურობის კვლევის შედეგები“ - ანა ბერუჩაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული; თეკლა ლათიბაშვილი, ილიაუნის სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისის კონსულტანტი; ანა პაპავა, ილიაუნის სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისის კონსულტანტი.

 _________________________________

15:00-16:00 საათი 

მესამე (საჯარო) სესია – საპანელო დისკუსია თემაზე: „კოვიდი, ვაქცინაცია და დეზინფორმაცია“

მომხსენებლები:

თამარ კინწურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

შოთა ღვინერია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, უსაფრთხოების მიმართულების მენეჯერი;

თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, მოძრაობა „ღიას“ ხელმძღვანელი;

ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

16:00კონფერენციის დახურვა

შეხვედრის ბმული:  https://bit.ly/32sfWSg

Meeting ID: 857 4435 7699
Passcode: 907482


2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები