ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრავმა და კოლექტიური მეხსიერება

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 9 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის მაღაზია ლიგამუსში (ჭავჭავაძის 32) გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ”9 აპრილი: ტრავმა და კოლექტიური მეხსიერება”. დისკუსიის მიზანია 9 აპრილის, როგორც ისტორიული ხდომილების განხილვა და მის გარშემო სხვადასხვა ტიპის გამოცდილებებისა და პერსპექტივების შესახებ დისკუსია. ასევე იმაზე მსჯელობა, თუ როგორ გვახსოვს ის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ტრავმულ მეხსიერებას თანამედროვე საზოგადოებაზე.

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ნინო ფირცხალავა, ემზარ ჯგერენაია და ნოდარ ლადარია.

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს საჯარო დისკუსიაში.

ბანერები