ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

TourMODE კვირეული 2019-2020 - პირველი ეტაპი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 9-13 დეკემბერს გამართავს TourMODE კვირეულის 2019 -2020 სასწავლო წლის პირველ ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს.

პროექტის მიზანია:

  • სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის;
  • პრაქტიკოსმა ლექტორებმა გაუზიარონ პრაქტიკული ცოდნა პროექტის მონაწილეებს;
  •  სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ არამარტო ტურისტულ ბიზნესში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
    *მონაწილეებს ტრენინგების გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ, ჩაერთონ TourMODE-ის შემაჯამებელი პროექტების კონკურსში.

რატომ უნდა შეავსო აპლიკაცია?

  • რათა გაიგო მეტი პროექტის „TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირების“ შესახებ;
  • გადადგა პირველი ნაბიჯი შემაჯამებელ პროექტში მონაწილეობის მისაღებად*;

* სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ TourMODE კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსები, შემაჯამებელ პროექტზე „TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება“ შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სხვა აპლიკანტებთან შედარებით;

  • გაიგო მეტი ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ;
  • დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და მის შემდგომ განვითარებაზე;
  • გამოიმუშავო ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება;
  • გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები;
  • ასევე ნახე  შენი წინამორბედი ტურმოუდელების გამოცდილება - https://bit.ly/2T5Xxon .

 ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებიმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტს;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს;
  • პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა TourMode კვირეულში ან შემაჯამებელ ღონისძიებაში.

როგორ?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/2MByvfD

დედლაინი: 4 დეკემებრი, 23:59 საათი.

როდის?

TourMODE კვირეული გაიმართება 9-13 დეკემბერს.

ტრენინგები გაიმართება 15:00 დან - 19:00 საათამდე შუალედში. 


საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

555383344; 032 2 22 00 09 (270)

#ტურმოუდიჩემიპროექტია #TourMODECase

ბანერები